ახალციხიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარდგენილი პროექტების ღირებულება 25 მილიონ ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტში არსებული პრობელების მოსაგვარებლად თანხას სახელმწიფო გამოყოფს. რომელი პროექტების დაფინანსება მოხდება სამინისტროს მიერ, ამ დროისათვის უცნობია, თუმცა განსახორციელებელი სამუშოების ნუსხა ახალციხის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უწყებას უკვე გადაუგზავნა.