”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვანო მერაბიშვილი მთავარი პროკურორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

vanoპატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა. განცხადების არასრული ვიდეოჩანაწერი, ჯერ ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ფეისბუიქის” საკუთარ გვერდზე ატვირთა, შემდეგ კი სრული ინფორმაცია
„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დადო.

უმცირესობის წარმომადგენლები, სოციალურ ქსელში ამბობენ, რომ პარასკევს ღამით ვანო მერაბიშვილს, თვალები აუხვიეს და ციხიდან გაიყვანეს. მასთან პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე მივიდა და დაემუქრა, რომ თუ „ითანამშრომლებდა” ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე ინფორმაციას მიაწვდიდა სააკაშვილის „ნაშოვნი ფულის” ადგილსამყოფელზე, მისცემდა შანსს ქვეყნიდან გასული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში პირობები გაუუარესდებოდა და მის პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ.

როგორც დავით საყვარელიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ამბობს, განცხადების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერსაც აქვეყნებს: https://soundcloud.com/user568876248/rec004

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე