”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ტრიო “სიმი”–ს კონცერტი ახალციხეში

სიმი13 დეკემბერს ახალციხეს ცნობილი ტრიო “სიმი” ეწვევა.

ჯგუფი, მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე, ახალციხელი მაყურებლისათვის კონცერტს გამართავს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მუსიკალურმა ჯგუფმა სოლო კონცერტი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის 22 ნოემბერსაც გამართა.

უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის მოწვევით ტრიომ ცნობილი კომპოზიტორების არაერთი სიმღერა შეასრულა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე