”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კახა კალაძე “ენერგო პრო ჯორჯიას” უპირისპირდება

kakaკახი კალაძის განცხადებით, ათი ათასობით აბონენტის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა სწორედ კომპანიის დაუდევრობით მოხდა, რადგან მან ვერ შეძლო კომპანიის საკუთრებაში არსებული ქსელის გამართულად მუშაობა.

“დავიბარებთ ხელმძღვანელობას და კატეგორიული მოთხოვნა იქნება იმისა, რომ გამოყონ თანხები. ნება ინებონ და გააკეთონ ინვესტიციები ამ მიმართულებით, რომ ქსელი მოაწესრიგონ. ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული ინდივიდუალურ მრიცხველებზე რაც ჩემის აზრით, არის დანაშაული.

როდესაც შენ ქსელი გაქვს მოუწესრიგებელი და ერთი ამინდის ცვლილების გამო, მაშინვე ელექტროენერგია ითიშება რეგიონებში ეს განსაკუთრებით. პირველ რიგში უნდა მოგვარებულიყო ქვესადგურების პრობლემა, ელექტროგადამცემი ხაზების პრობლემა და მერე რა თქმა უნდა ინდივიდუალური მრიცხველები”, – აცხადებს კახა კალაძე.

წყარო “პირველი რადიო”

Information

This entry was posted on 12/12/2013 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე