10 დეკემბერს ახალციხეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ესტუმრა. პაატა ზაქარეიშვილი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, უწყებაში დაგეგმილ სიახლეებსა და რეინტეგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.