”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ხვალ პაატა ზაქარეიშვილს ახალციხეში ელოდებიან

310 დეკემბერს, 13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ეწვევა, რომელიც ,,ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე“ ისაუბრებს.

შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კითხვების დასმის შესაძლებლობაც ექნებათ.

შეხვედრა უნივერსიტეტის მეორე კორპუსის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

Information

This entry was posted on 09/12/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე