დანიელაშვილის ქუჩა– დასახლება, სადაც მაცხოვრებლების პრობლემები ყოვედღიურად იზრდება. აქ რამდენიმე ადგილზეა გაჭრილი საკანალიზაციო არხი, რის გამოც ფეკალური მასა ეზოში გროვდება. მოსახლეობა ამბობს, რომ საკითხის მოსაგვარებლად მათ ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.