ამერიკელი კოლეგების ვიზიტი ტელეკომპანია „მეცხრე არხში“ დასრულდა. „WICU“-ს წარმომადგენლებმა მაუწყებელში სტუმრობა შეაჯამეს. მათ აღნიშნეს, რომ პირველი ვიზიტის შემდეგ ტელეარხში ბევრი რამ შეიცვალა. ორი ტელევიზიის თანამშრომლობის ნიშნად „WICU“–ს „მეცხრე არხისგან“ სიმბოლური საჩუქარი გადეცა.