ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების შემცირება მიმდინარეობს. ჯერ კიდევ ივლისის თვეში დაწყებული რეორგანიზაცია, ხელმძღვანელებს სისირულეში ახლა მოჰყავთ. დაკავებული თანამდებობებიდან 18 თანამშრომელი გათავისუფლდა, რომლებიც აღნიშნულს აპროტესტებენ. ასპინძის მოსახლეობა აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში უმუშევრობის პრობლემა დგას და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამგეობაში კადრების შემცირება სიტუაციას უფრო ართულებს.