ახალციხის სამუსიკო სკოლას მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა
ახალციხის სამუსიკო სკოლას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან საჩუქრად გიტარა, ფლეიტა და ვიოლინო გადაეცა. სამინისტროს ინიციატივით სკოლამ ის მუსიკალური ინსტრუმენტები მიიღო, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა.