”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა კონფერენცია გამართა, რომლის დროსაც სამოქალაო კლუბის წევრებმა შიდსის თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი იხილეს. ამის შემდეგ ახალგაზრდებმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დაწერილი თემები წარმოადგინეს. „ ჩემ მეგობარი აივ დადებითი აღმოჩნდა“ – ამ სახელწოდების ათი თემა მოსწავლეებმა თავად წაიკითხეს. ჟიურის მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო მათგანის აავტორი კი სიგელებით დაჯილდოვდა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა აღნიშნულ თემაზე მანამდე ტრენინგები გაიარეს, რაც მათ საკონფერენციო თემების უკეტესად მომზადებაში დაეხმარა.

Information

This entry was posted on 01/12/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე