სოფელ ჭელაში მინარეთი უკვე მეორედ აღიმართა. განსხვავებული აღმსარებლობის მრევლი ლოცვებს მეჩეთსა და მის მახლობლად აღავლენს. კონსტრუქცია ხელმეორედ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, სოფლის მუსლიმმა თემმა, 28 ნოემბერს, შუაღამით დაამონტაჟა. მანამდე, კი 3 თვის განმავლობაში, რკინის კონსტრუქცია სოფლის მახლობლად, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იყო დასაწყობებული.