ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში სანთლებითა და ხატებით ხელში შეკრებილი სასულიერო პირები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდნენ, უკვე დაიშალნენ. მათ მეჩეთის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა მეჩეთებისა და მინარეთების საკითხი რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.