”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჭელის მიმდებარე ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს

Sequence 01 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. რატომ გახდა საჭირო სამართალდამცველების გამოძახება, ამ დროისთვის უცნობია. ჭელის მეჩეთის წინამძღვრის განმარტებით, ისინი მხოლოდ სიტუაციას აკონტროლებენ.
სოფელში იკრიბება მართლმადიდებელი მრევლიც.
“მართლმადიდებლები აქვე არიან შეკრებილნი, მეჩეთთან ახლოს და ლოცულობენ. ილოცონ, ჩვენ მათ სიძულვილით არ შევხვდებით” – აცხადებს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.
მისივე მტკიცებით, რომელიმე მხრიდან შეურაცხმყოფელ ფაქტებს ადგილი ამ დრომდე არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ მინარეთის ხელახლა დადგმას მაღთლმადიდებლური მხარე გამოეხმაურა. მათ სოფელშივე სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს.

Information

This entry was posted on 28/11/2013 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე