სოფელ ჭელაში მინარეთის აღმართვისათვის საჭირო სამუშოები დასრულდა. კონსტრუქცია ძველ ადგილს დაუბრუნდა. ამ წუთებში ადგილზე იმყოფება სრულიად საქართველო მუფთი, ჯემალ პაქსაძე. მისი თქმით, მინარეთის დადგმა ორ განსხვავებულ სარწმუნოების მქონე მოსახლეობის დაპირისპირებას არ გამოიწვევს. მუფთი განმარტავს,რომ კონსტრუქცია რთული ასაწყობი იყო, ამიტომ, მის აღმართვას რამდენიმე საათი დასჭირდა და გვიან ღამემდე გაგრძელდა.
ჯემალ პაქსაძის თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში მდებარე მეჩეთების იურიდიული დაკანონებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჯი განხორციელდა. მისი კვლავ დარუნების ნებართვა კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ 27 ნოემბერს გასცა. კონსტრუქციის აღმართვა მუსლიმმა მოსახლეობამ იმავე დღეს დაიწყო და სამშენებლო პროცესი 28 ნოემბერს, ღამის 02:00 საათისათვის დასრულდა.
You must be logged in to post a comment.