”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მართლმადიდებელი მხარე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს

მინარეთი ჭელა სოფელ ჭელაში, მართლმადიდებლები სავედრებელ პარაკლისს აღავლენენ. სოფელ დიღმის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ისაკაძე აღნიშნავს, რომ მრევლს პარაკლისზე დასასწრებად მთელი საქართველოდან ელოდებიან. პარაკლისი სოფელში 12:00 საათზე დაიწყება.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ სავედრებელი პარაკლისის დასრულების შემდეგ ისინი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ.
“მოვითხოვთ ჩატარდეს რეფერენდუმი და მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს უნდა დარჩეს თუ არა მინარეთის სოფელ ჭელაში” – აცხადებს გოდერძი კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, მინარეთი ჭელაში გუშინ გვიან ღამით ისევ აღიმართა. მისი დადგმის შესახებ ნებართვა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 27 ნოემბერს გასცა.

Information

This entry was posted on 28/11/2013 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე