მინარეთის დადგმის პროცესში, სოფელ ჭელაში, მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარია მიიჩნევს, რომ მინარეთის დადგმის ნებართვის გაცემა არასწორი იყო.,, მსგავსი ქმედება თურქული ექსპანსიაა და ამით ქრისტიანი მოსახლეობის უფლებები შეიღუდება, მუსლიმანი მოსახლეობა კი ხვალიდან გამარჯვებულ პოზიციაში იქნება.”– განმარტავს დეკანოზი.
მოძღვარს ეთანხმება ბერდია ქაფიანიძეც, რომელიც სოფელ ჭელაში მესამე წელია იმყოფება და იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას იღებს. ბერდია ქაფიანიძის თქმით, მართლმადიდებლურ მიწაზე მსგავსი ფაქტი არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს სახელმწიფოსათვის უკუშედეგს გამოიწვევს და დარეგულირების ნაცვლად სიტუაცია უფრო დაიძაბება.
You must be logged in to post a comment.