”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გოდერძი კუბლაშვილი: “ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეზე ზეწოლა განხორციელდა”

27, minaretis dadgmaa.avi_000184000 ადიგენის არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მინარეთის დადგმასთან დაკავშირებით ნებართვა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ზეწოლის ქვეშ გასცა.
“გივი ენდელაძეზე ზაქარეიშვილისგან და ბერძენიშვილისგან ზეწოლა განხორციელდა. ჭელაში მინარეთის დადგმის ნებართვა საკრებულოს თავმჯდომარემ სწორედ ამიტომ გასცა” – აცხადებს გოდერძი კუბლაშვილი.
ამ დროისათვის სოფელ ჭელაში მართლმადიდებლებმა სავედრებელი პარაკლისი დაასრულეს. პარალელურად მიმდინარეობდა მუსლიმთა ლოცვა მეჩეთში.
“სწორედ ესაა დემოკრატია: მართლმადიდებლები და მუსლიმები გვერდიგვერდ ვლოცულობთ” – განაცხადა ჭელის მეჩეთის წინამძღვარმა ჯამბულ აბულაძემ.
გოდერძი კუბლაშვილი რეფერენდუმის ჩატარებას ისევ მოითხოვს და აცხადებს, რომ ამით უკანონოს არაფერს აკეთებს და მხოლოდ მართლმადიდებლების უფლებებს იცავს.
“მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი ადგილზე რჩება. განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას დროდარდო მოგაწვდით.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე