”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჭელაში მინარეთი იდგმება

Фото0298ამ წუთებში, სოფელ ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ. ადგილობრივი მუსლიმი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კონსტრუქციის დადგმის ნებართვა მათ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან დღეს მიიღეს. მათი თქმით, ხვალ დილისთვის მინარეთი სოფელში დადგმული იქნება.
სოფელ ჭელაში იმყოფება ,,მე–9 არხის” გადამღები ჯგუფი.
შეგახსენებთ, რომ მინარეთის დადგმის გადაწყვეტილება დღეს ადგილობრივ საკრებულოში განიხილეს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე