ეთნიკური უმცირესობის საზოგადოებასთან ინტეგრაცია, ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვა, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სამოქალაქო კლუბის წევრებმა საზოგადოებას გააცნეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო და მას სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები დაესწრნენ.