სოფელ ჭელაში მინარეთის დადგმა ამ წუთებში დასრულდა. კონსტრუქციის აღმართვის პროცესს ესწრებოდა სამცხე–ჯავახეთის მუფთი, მამუკა ვაშაყმაძე. როგორც მან განაცხადა, მინარეთში ხმის გამაძლიერებლები არ დაიდგმება. მისივე განმარტებით, რეგიონში ამ დროისათვის სულ 13 მეჩეთია, მათგან ჭელის მუსლიმანური სალოცავი ერთ–ერთია, რომლის დოკუმენტაციაც სრულ წესრიგშია.
კითხვაზე, რატომ დაიწყო მინარეთის კონსტრუქციის მშენებლობა გვიან ღამით, სამცხე–ჯავახეთის მუფთს პასუხი არ აქვს, ამბობს, რომ ეს საკითხი შესაძლოა სახელმწიფომ გადაწყვიტა.
ტერიტორია, სადაც მინარეთი დაიდგა ამ წუთებში კონსტრუქციის მშენებლებმაც დატოვეს.
You must be logged in to post a comment.