ებრაელმა მორწმუნეებმა დღეს ხანუქას დღესასწაულის დასაწყისი აღნიშნა. მსოფლიოს მასშტაბით სინაგოგებსა და იუდეველი მორწმუნეების ოჯახებში პირველი სანთლები აინთო. დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და სასანთლეზე, შესაბამისად, ყოველ დღე თითო სანთელი ემატება. 2600 წლიანი ტრადიცია და მასთან დაკავშირებული სასწაული – საიდან იღებს სათავეს ხანუქა და როგორ აღნიშნავენ მას ახალციხელი ებრაელები – თემით “მეცხრე არხი” დაინტერესდა.