”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დაახლოებით ნახევარ საათში მინარეთი კვლავ აღიმართება

მინარეთი ჭელა სოფელ ჭელაში მინარეთის კონსტრუქციის დადგმა დაახლოებით ნახევარ საათში დასრულდება. სოფლის თავკაცი, ხელოსანი მიხეილ ვაშაყმაძე ამბობს, რომ რამდენიმე საათიანი მუშობის შემდეგ მინარეთი ძველ ადგილს დაუბრუნდება. მისივე განმარტებით, იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმ მოსახლეობას კონსტრუქციის დადგმის ნებართთვა მისცა, მათ 27 ნოემბერს, საღამოს შეიტყეს. მინარეთის დადგმას კი თავად ადგილობრივი მოსახლეობა ახორციელებს.

ჭელის მეჩეთის წინამძღოლი, ჯამბულ აბულაძე განმარტავს, რომ მინარეთის ხელახლა დადგმა ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის დაპირისპირებას არ გამოიწვევს. მისი თქმით, სახელმწიფომ კანონის ფარგლებში იმოქმედა და ჭელის მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

ამ დროისათვის, სოფელში მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მედიის წარმოამდგენლებს დასახლებაში შესვლის უფლებას არ აძლევს. მათი განმარტებით, სოფელში შესვლა დაინეტერესებულ პირებს მაშინ შეეძლებათ, როცა მინარეთის დადგმა დასრულდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე