სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. დღეს შსს–ს სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა.
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ უკვე ყოფილმა უფროსმა თანამდებობა საკადრო ცვლილებების გამო დატოვა. “მეცხრე არხი” რევაზ მუმლაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა იგი მობილურ ტელეფონს არ პასუხობს.
რევაზ მუმლაძეს აღნიშნული პოსტი მიმდინარე წლის იანვრის თვიდან ეკავა.
თემასთან დაკავშირებთ დეტალებს “ექოს” მთავარ გამოშვებაში 21:30 საათზე შემოგთავაზებთ.
You must be logged in to post a comment.