ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის, სიმონ პარუნაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ამჯერად სხდომაზე ბრალდების მხარემ დასაკითხად ინსპექტირების ჯგუფის წევრები წარმოადგინა. 5 მოწმიდან ერთი მათგანი პროკურორმა თავად მოხსნა. გურამ ბოჩიკაშვილი, დავით ნამგლაძე, მაკა მაჭარაშვილი და ბადრი თათოშვილი იმ პროცედურებზე დაიკითხნენ, რაც ტენდერის გამოცხადების შედეგ, სამუშოს მიმდინარეობის პროცესში უნდა შემოწმებულიყო.