პროფესურისა და ადამინისტრაციის ანაზღაურება კანონის ფარგლებში დარეგულირდა. ცვლილება განათლების შესახებ კანონში შევიდა, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტებში ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასები შემცირდა. რის მიხედვით განისაზღვრება შცვლილი კანონმდებლობით პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასი და როგორ აფასებენ სიახლეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში – თემით „მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი დაინტერესდა.