,,ტრიო სიმი“ მესხი მსმენელის წინაშე წარსდგა. მუსიკალურმა ჯგუფმა სოლო კონცერტი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის გამართა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის მოწვევით ტრიომ ცნობილი კომპოზიტორების არაერთი სიმღერა შეასრულა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.