ახალციხის პირველი საჯარო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ,,ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“, ბოდიშის მოხდას მოითხოვს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ სკოლას უსაფუძვლო ბრალდება წაუყენა და მოსწავლეთა მოწამვლის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.