”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი გრძელდება

saministro საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების განხორციელებას აგრძელებს. რომელიც იმ კანდიდატებთან გაიმართება, რომელთაც 2013 წელს სერტიფიცირების პირველი ეტაპი – ტესტირება წარმატებით გადალახეს.
კანდიდატებთან გასაუბრების განრიგი ეტაპობრივად სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
გასაუბრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52) სტრუქტურირებული გასაუბრების ფორმით ჩატარდება.
გასაუბრების გრაფიკის ნახვა კანდიდატებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ–გვერდზე შეუძლიათ.
ინფორმაცია დირექტორთა სერთიფიცირების მეორე ეტაპთან დაკავშირებით სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელდა.

Information

This entry was posted on 21/11/2013 by in განათლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე