21 ნოემბერს ყოველწლიურად მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს მთავარანგელოზთა – მიქაელის, გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის, კრებას იხსენიებენ.
დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა–ლოცვა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში მამა გიორგიმ აღავლინა.