სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვევით სასწავლებელს ტრიო “სიმი” ესტუმრება. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, სალონური ტიპის შეხვედრა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება. სტუდენტებს მომღერლები საკუთარ საქმიანობას უფრო ახლოდან გააცნობენ, შემდეგ კი მათთვის სიმღერებსაც შეასრულებენ.
შეხვდრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში 22 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. ტრიო “სიმთან” გასაუბრება ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება.
You must be logged in to post a comment.