ოლიმპიადა „ევერესტის” მორიგი ტური ახალციხეში. სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი თავი ინგლისურ ენაში გამოეცადათ. ტესტირებაში მონაწილეობას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც იღებდნენ. ოლიმპიადაში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული.