როგორ გადაწყდება ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლის ბედი – მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასრულებისთანავე ეს თემა აქტუალური გახდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება ვრცელდება. ვის საკუთრებაშია ამ დროისათვის რუსეთის სამეფო ოჯახის საზაფხულო რეზიდენცია და რა დატვირთვა აქვს მას, როგორც კულტურულ ძეგლს – თემით “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი დაინტერესდა.