პედაგოგთა შეფასების სისტემა შესაძლოა შეიცვალოს – ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გააკეთა. თამარ სანიკიძის თქმით, უწყებაში ახალი სქემა მუშავდება, რომლის მიხედვითაც, პედაგოგები არა მარტო ტესტური გამოცდებით, არამედ პრაქტიკული ნაწილითაც შეფასდებიან. ინიციატივას ეხმაურებიან ახალციხის საჯარო სკოლის პედაგოგები.