ახალციხეში ფესტივალი „მზიანი საქართველო” გაიმართა. ადგილობრივ მაყურებელს სხვადასხა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა თავიანთი რეპერტუარიდან ეროვნული ცეკვები და სიმღერები შესთავაზეს. კონცერტი ორ ნაწილად წარიმართა და მაყურებელს ღონისძიებაზე დასწრება უფასოდ შეეძლო.