ტოლერანტობის დღე ახალციხეშიც აღნიშნეს. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირთან არსებულმა ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრებმა, თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გამართეს. თავდაპირველად ახალგაზრდებმა დამსწრეებთან ერთად ტოლერანტობაზე, როგორც ტერმინოლოგიაზე ისე ისაუბრეს. შემდეგ კი დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო ცენტრის წევრების მიერ მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოეწყო.