როგორ მიმდინარეობს საყოველთაო დაზღვევა, პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები– შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სადაზღვეო პაკეტის მოხმარებისათვის გაკეთებულ ათასობით მოთხოვნას შორის, უკმაყოფილების გამომხატველი განცხადებებიც შედის. სარგებლობს თუ არა მოსახლეობა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აღნიშნული პაკეტით და რამდენად წარმატებულია საყოველთაო დაზღვევის პროგრამა – თემით “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი დაინტერესდა.