სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. მორიგი შეხვედრა მათ ახალციხეში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წევრებთან გამართეს. სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა კოოპერატივების შექმნის ტექნიკურ საკითხებსა და მის პრინციპებზე ისაუბრეს.