კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში მყოფი ხერთვისის ციხის, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არსებული აწყურის ციხისა და წლების წინ მეწყრის შედეგად დაზიანებული ბებრის ციხის გადაუდებელი ფიზიკური სამუშაობი მცხეთაში, უკვე დაწყებულია. სამუშაობის წარმოების ხარისხი ეროვნული სააგენტოს ახლადშექმნილი ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ კონტროლდება. სამუშაოების მიმდინარეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მერაბ ბოჭიძემ თავად მოინახულა და შეაფასა:
„გადავწყვიტე, რომ ასეთი ავარიული კომპლექსური ძეგლებისთვის დაგვეწყო მიხედვა. ეს საკმაოდ გრძელვადიანი სამუშაოა და ამიტომ საწყისი ეტაპები ავიღეთ და დავიწყეთ მათი განხორციელება. ეს არის მარტო დასაწყისი. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“.
გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს აწყურის ციხის ჩრდილოეთ კედლის ყველაზე ავარიულ მონაკვეთში. ისტორიული ძეგლის მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება. კედლის ჩამონგრევის საფრთხე ზამთრის დადგომის წინ მატულობს. სპეციალისტები კონსერვაციის აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ. ამ ეტაპზე აწყურის ციხეზე რესტავრატორები მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
სამცხე–ჯავახეთში არსებული ციხე–ნაგებობების გარდა, სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობში მცხეთაში ბებრის ციხეზე, რომელიც
2009 წელს სამშენებლო წესების მიხედვით ჩატარებული კვლევით ყველაზე მძიმე დაზიანების მე-3 კატეგორიით შეფასდა.
აღნიშნულ ციხე–სიმაგრეებზე სარეაბილიტაციო სამუშაობის I ეტაპის დასრულება დეკემბრის ბოლომდე იგეგმება.
You must be logged in to post a comment.