”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

თვითმმართველ ქალაქებში შესაძლოა მერები და გამგებლები აირჩიონ

admin-ajax საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესაძლეოა ცვლილებები შევიდეს, რომლის მიხედვითაც ყველა თვითმმართველი ქალაქის მერი არჩევითი იქნება.
„არჩევით საკრებულოსთან ერთად მუნიციპალიტეტს ეყოლება არჩევითი გამგებელი. გამგებელი (მერი) არის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევითი მოხელე, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თაამდებობის პირი, რომელიც აირჩევა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო ხმის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით, კერძოდ, ამ კანონის მიზნებისთვის, გამგებლის (მერის) არჩევა, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართთველოს საარჩევნო კოდექსით” დადგენილი წესით, ხდება ყველა თვითმმართველ თემსა და თვითმართველ ქალაქში და არა მხოლოდ თბილისში,“ -ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
შეგახსენებთ რომ რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმართველი ქალაქების რაოდენობა იზრდება და ნაცვლად დღეს არსებული 5 –სა, ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. აღნიშნული ქალაქების რიცხვს განეკუთვნება ახალციხეც.

Information

This entry was posted on 12/11/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე