ყოველი წლის 11 ნოემბერს მართლმადიდებელი სამყარო სერაპონ ზარზმელის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში, სადაც მონასტერი სწორედ წმინდა სერაპიონის თაოსნობით აშენდა. წმინდანის ხსენების დღეს მრევლი ზარზმაში საქართველოს სხვადასხვა კუთიდან იკრიბება.