”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგად შვიდი მგზავრი დაშავდა

ბორჯომში ავარია მოხდა. დაახლოებით საღამოს შვიდი საათისათვის ბორჯომი–ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, მწვანე მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი სამარშუტო ტაქსი შეეჯახა, აქედან ერთი სამგზავრო იყო.

ტელეკომპანია “ბორჯომის” ინფორმაციით, შეჯახებისას შვიდი მგზავრი დაშავდა, მათ შორის მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

დაშავებულები უკვე გადაყვანილნი არიან ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში. დაზარალებულთა მდგომარეობის გასარკვევად “მეცხრე არხი” სამედიცინო დაწესბულებას დაუკაშირდა, თუმცა ადმინისტრაციაში პაციენტთა მდგომარეობის შესახებ “ექოს” არაფერი უთხრეს.

ამ დროისათვის არც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებია ცნობილი.აღნიშნულთან დაკავშირებით “ექო” მუშაობს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იხილეთ სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანია “ბორჯომმა” მოამზადა

Information

This entry was posted on 11/11/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე