”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მომავალმა მთავარმა პროკურორმა მინარეთის დემონტაჟის ბრძანება გასცა

minaretii  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იმ ოპერაციებზე საუბრობს, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოთარ ფარცხალაძის ბრძანებით შეასრულა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის ბრძანება სწორედ ოთარ ფარცხალაძემ გასცა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბრძანებით, მინარეთის დემონტაჟი მოხდა. მინარეთის დემონტაჟი განბაჟებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო მოხდა. შედეგად რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, სასამართლომ დაკავებულ პირებს კი 2 ათას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მოგვიანებით, მინარეთი სოფელ ჭელადან რამდენიმე კილომეტრში დაასაწყობეს.

აღნიშნულ ინფორმაციას New Posts ავრცელებს.

Information

This entry was posted on 08/11/2013 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე