”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვანო მერაბიშვილი მთავარი პროკურორის გადადგომას ეხმაურება

vanoპატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი, საკუთარი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომას ეხმაურება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანის განცხადებით, კბილაშვილი ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი შურისძიების იარაღად აქცია.

ვანო მერაბიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

  “ინდა გამოვეხმაურო მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომას. ამ ადამიანმა პროკურატურა აქცია ივანიშვილის პირადი შურისძიების ინსტრუმენტად. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის პირად დავალებებს რაც გულისხმობს, პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას, ალტერნატიული აზრის მოსპობას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას და მისი პოლიტიკური სივრციდან გაქრობას.

  ამავე დროს, კბილაშვილმა თავის თავზე აიღო მწამებელი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება, რითაც დაფარა ბედუკაძისა და მისი ჯგუფის თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“.

  მისი საქმიანობა მოკლედ შეიძლება შეფასდეს – რომ იგი იყო ოპონენტების ჯალათი და ჯალათების ადვოკატი.

  მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს.”

Information

This entry was posted on 08/11/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე