“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 27 წლის პავლე ბაღდოშვილი ჰყვება, რომ პიროვნება, რომელიც მას თავს დაესხა, “ქართული ოცნების” ბორჯომის შატბის ხელმძღვანელის არასრულწლოვანი ვაჟია. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, რადგან იგი “ნაციონალური მოძრაობის” წევრია.