
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 10 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები ასახავს კრიმინოგენულ მდგომარეობას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, რეგიონების მიხედვით. სტატისტიკური მონაცემებით 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 7112 ერთეულით იკლო, რაც 22,7%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 40,6%-ით მოიმატა და 59,1% -ია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 1004 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 27,6%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64,5%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,3 %-ით მოიმატა.
სამცხე-ჯავახეთი
2013 წელს:
მომხდარი დანაშაული: 66 აქედან გახსნილი: 55 გახსნის მაჩვენებელი: 83,3%
2012 წელს:
მომხდარი დანაშაული: 63 აქედან გახსნილი: 12, გახსნის მაჩვენებელი: 19% , დანაშაულის მატება: 3 (4,8%), გახსნის მაჩვენებლის მატება: 64,3%
ქვეყნის მასშტაბით
2013 წელს:
მომხდარი დანაშაული: 24175 , აქედან გახსნილი: 14285 , გახსნის მაჩვენებელი: 59,1%
2012 წელს:
მომხდარი დანაშაული: 31287 , აქედან გახსნილი: 5789, გახსნის მაჩვენებელი: 18,5%, დანაშაულის კლება: 7112 (22,7 %)
გახსნის მაჩვენებლის მატება: 40,6%
You must be logged in to post a comment.