ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილსში ჩატარებულ ყრილობაზე ეროვნული კომიტეტის წევრად უკვე მესამედ აირჩიეს. თამარ გოგოლაძემ საკუთარი კანდიდატურა კიდევ ერთხელ წარადგინა და ეროვნული კომიტეტის 35 წევრს შორის მოხვდა. იგი „ექოსთან” სამომავბლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია ახალციხეში მუშაობას, აქტიურად გააგრძელებს და 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებშიც ჩაერთვება, რისთვისაც სამზადისი უკვე დაწყებულია.