რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით ჯარიმები წესდება. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსს” სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება და ასეთ ქმედებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს. ინიციატივა პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის საგანს წარმოადგენს. რას ფიქრობენ აღნიშნული კანონპროექტის შესახებ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები და როგორია საზოგადოების დამოკიდებულება — თემით “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი დაინტერესდა.