ახალციხეში სამედიცინო ცენტრის „ენმედიცის“ მედიკოსებმა უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. ენდოკრინოლოგის, ნევროპათოპლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ოტოლარინგოლოგის და სხვა წამყვანი სპეციალისტების მომსახურებით ადგილობრივმა პაციენტებმა ორი დღის განმავლობაში ისარგებლეს. უფასო აქცია ახალციხეში მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. ექიმებს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა უმასპინძლა, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა სახის გამოკვლევებთან ერთად ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. გარდა ამისა, ადგილობრივებს სამედიცინო ცენტრმა მედიკამენტებიც გადასცა.
You must be logged in to post a comment.