სტუდენტებს, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში იმყოფებიან სახელმწიფო 160 000 ლარის ფარგლებში დააფინანსებს. დემოკრატ მესხთა კავშირის ახალციხის სამართლებრივი დახმარების ცენტრის მიმართვა მთავრობამ დააკმაყოფილა. როგორც არასამტავრობო ორგანიზხაციის იურისტები განმარტავენ, მათ მოქალაქეების თხოვნით, განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებს წერილობით მიმართეს ვითარების შესასწავლად, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 სექტემბრის 866–ე დადგენილებას ეხებოდა.